ახალი ამბები

გორში, ერთი თვის წინ დახაზული ზებრები წაშლილია – სააგენტოს განმარტება 

გორის ცენტრალურ ქუჩებზე ყვითელი ფერის “ზებრები” ერთი თვის წინ დაიხაზა.

კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, საღებავებისთვის 1050 ლარი დახარჯეს, თუმცა ამ დროისთვის “ზებრა” გადასასვლელები ზოგიერთ ადგილას თითქმის აღარ ეტყობა. ამის მიზეზებს კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი “მოზაიკასთან” განმარტავს. 

” 6 ვედრო საღებავი შევიძინეთ, ჩემი სურვილი იყო, რომ სიახლე შემოგვეტანა ქალაქში და ამიტომ ყვითელი ფერით დავხაზეთ, მალევე გაჭუჭყიანდა და სიმკვეთრე დაკარგა, თუმცა როგორც ვიცი, მერიამ შეიძინა ახალი საღებავი და უკვე პლასტიკით დახაზავენ. ვეცდებით, რომ იგივე ფერში იყოს”, – განმარტა გიორგი ბარჯაძემ. 

დატოვეთ კომენტარი