გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრი 2 ოქტომბერს 178-ე სეზონს გახსნის.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ნიკოლოზ შველიძის თქმით, სეზონის გახსნაზე სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ შორისაა სპექტაკლის “დაუძახე ბროწეულო, პურის თავთავო!” პრემიერა.
“ჩვენთვის ამ სეზონის გახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადრე ჩვენთვის თუ მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ სპექტაკლის ჩვენება, ახლა გვინდა სხვადასხვა პროექტებით, მოვიზიდოთ სტუდენტები, ახალგაზრდები. მაყურებელი შევახვედროთ სხვადასხვა მსახიობებს, ლიტერატორებს, სადაც ისაუბრებენ ლიტერატურაზე პოეზიაზე, ყველა ხელოვნების დარგის თავმოყრა გვინდა ერთად”, – გვითხრა ნიკოლოზ შველიძემ.
მისი თქმით, სწორედ ამის მიზნით მიხედვით დაიგეგმა სეზონის გახსნაც.
- 17:00 საათი: სტუდენტებს შეხვდებიან ნინო კასრაძე, ანა ტყებუჩავა და ანა ნიკოლაშვილი;
- 18:00 საათი: რემბრანდტის გრავიურების გამოფენა;
- 18:30 საათი: თეატრის ფოიეში 178-ე სეზონის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია.
- 19:00 საათი: სპექტაკლის “დაუძახე ბროწეულო, პურის თავთავო!” პრემიერა.
“ჩვენი მიზანია, რომ მხოლოდ სექტაკლის დაწყების წინ კი არ გაიღოს თეატრი, არამედ მთელი დღით, სადაც მოსულ სტუმარს შეეძლება სხვადასხვა აქტიობებს დაესწროს”, – აღნიშნავს ნიკოლოზ შველიძე.