გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებისთვის თბილი ქუდების შეძენას გეგმავს, – ამის შესახებ “მოზაიკასთან” სააგენტოს დირექტორმა, გიორგი ბარჯაძემ ისაუბრა.
მისი განმარტებით, სააგენტო მაქსიმალურად ეცდება ზამთარში მუშობის დროს, თანამშრომლები ყველა საჭიროებით უზრუნველყოფილნი იყვნენ.
“მინდა შევიძინოთ თბილი ქუდები, რომელსაც ექნება კეთილმოწყობის სააგენტოს ლოგო და ექნება შესაბამისი მანიშნებელი, რადგან როცა ღამის საათებში გამოდიან ქალაქში, მარტივად აღქმადი იყოს. ქუდი იქნება შავი ან ყავისფერი. ზამთარში, როცა მიმავალ მანქნაზე დგახარ, საკმაოდ რთულია და ამიტომ მინდა რომ შევიძინო ეს ქუდები. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ თანხები არ უნდა დავზოგოთ. ასევე ვყიდულობთ თბილ ფეხსაცმელებსაც, რომლებიც ასევე ჩვენი სააგენტოს ფერებში იქნება გაფორმებული”, – გვითხრა ბარჯაძემ.
ინფორმაციისთვის, სააგენტოს ტენდერი აქვს გამოცხადებული ზამთრის ფეხსაცმელების შესაძენადად, რისთვისაც 11 075 ლარი გაითვალისწინა.