გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოვა.
“კონკურსებში გამარჯვებულ ბავშვებსა და მათ ხელმძღვანელს სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადაეცათ”, – ამ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დაჯილდოვდნენ მუსიკალური სტუდიის „აი იას“ აღსაზრდელები, რომლებლმაც ნანა სამხარაძის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკაში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
- საშუალო ასაკის კატეგორიაში წარმატებები მოიპოვეს: გრან – პრი ია ლიჩელი; I ადგილი მაიკო შათირიშვილი; II ადგილი ბარბარე ბუთურიშვილი; III ადგილი ეკა მერებაშვილი
- უფროსი ასაკის კატეგორია: გრან – პრი ნინო სამნიაშვილი; I ადგილი ანა ავაზნელი; მაყურებლის სიმპატია ანამარია ლაფაჩი
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ასევე დააჯილდოვა თამარ ქავთარაძე და წარმატებული გამოსვლები მიულოცა ყაზახეთში გამართულ სატელევიზიო ვოკალურ კონკურსში „The Voice”.
დატოვეთ კომენტარი