ქარელის მერია 2 ნაგავმზიდის შეიძენს, რისთვისაც 643 070 ლარი აქვს გათვალისწინებული. უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ ნაგავმზიდების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს.
ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ორი ნაგავმზიდი მანქანა ემსახურება, ამის გამო მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა და ამბობდნენ, რომ აღნიშნული რაოდენობა საკმარისი არ არის.
არასაკმარისი ურნები, ანტისანიტარია – მოსახლეობა ქარელში დასუფთავების სამსახურით უკმაყოფილოა
დატოვეთ კომენტარი