გორში, ცხინვალის გზატკეცილის, პუშკინისა და ტყვიავის ქუჩების კვეთაზე, სტალინის გამზირსა და თამარ მეფის ქუჩის კვეთაზე შუქნიშნების მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.
გორის მერიას სამუშაოებისთვის 365 115 ლარი აქვს გათვალისწინებული.
უწყებას შუქნიშნების მოწყობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის ტენდერი 5 თვის წინ ჰქონდა გამოცხადებული. შერჩეულ კომპანიას კი 20 000 ლარამდე თანხა გადაუხადა.
გორში, შუქნიშნების განახლება იგეგმება
გორის მერიაში განმარტავდნენ, რომ შუქნიშნების განახლების მიზეზი მათი გაუმართაობაა და ამის გამო, ზოგჯერ საავარიო სიტუაციებიც იქმნება.
დატოვეთ კომენტარი