ახალი ამბები

გორში მოქალაქეს ველოსიპედი მოპარეს 

გორში მოქალაქეს ველოსიპედი მოპარეს, – ამის შესახებ ინფორმაცია მარიამ გაბარაევმა გაავრცელა.

მისი თქმით, ეს ველოსიპედის მოპარვის მეორე შემთხვევაა.

“უკვე მეორედ მოგვპარეს ცაბაძის #5 – დან ველოსიპედი. წინა შეგრჩათ. განა რამდენად უნამუსო ხარ ვინც არ უნდა იყო, “პადვალში” ჩახვედი და იქიდან მოგვპარე. თუ პრობლემები არ გინდა, ხვალ უკან დაგვიბრუნე, სადაც იდო იქ დადე, თორე არაუშავს, ხვალ ისედაც შევხვდებით ერთმანეთს”, – წერს მარიამ გაბარაევი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, თუკი ველოსიპედს არ დააბრუნებენ, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოიღებენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.