ახალი ამბები

ხაშურის პოლიციის ორ თანამშრომელს პატაკი დააწერინეს და სამსახურიდან გაუშვეს 

ხაშურის პოლიციის ორ თანამშრომელს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში პატაკი დააწერინეს და სამსახურიდან გაუშვეს.

“მოზაიკას” ინფორმაციით, მიზეზი ის კოროფციული გარიგებაა, რომელშიც სამართალდამცველები ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებთან შევიდნენ.

კერძოდ, ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩინურ კომპანიაში დასაქმებული ქართველი მუშები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სამშენებლო მასალებს იპარავდნენ და ჯართში აბარებდნენ. ქრთამის სანაცვლოდ კი, მათ ორი პოლიციელი ხელს აფარებდა.

ერთ-ერთის ვინაობა ცნობილია. მ.მ. ადასტურებს, რომ პოლიციიდან წავიდა, თუმცა რა მიზეზით, არ აკონკრეტებს.

ამ საკითხზე ჯერჯერობით, განმარტებებს არ აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.