შიდა ქართლის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თეიმურაზ კალანდაძე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანა.
“მოზაიკას” ინფორმაციით, კალანდაძის პოსტზე ვალერიან თელიას კანდიდატურა განიხილება, რომელიც ამ დრომდე უფროსის მოადგილეა.
შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ კალანდაძე შიდა ქართლის დეპარტამენტის უფროსად 5 თვის წინ დაინიშნა.
დატოვეთ კომენტარი