ადამიანები ისტორიები

37 წლიანი კარიერა კარატეში – ალექსანდრე მანძულაშვილის ისტორია

30 წელზე მეტია “საბრძოლო ხელოვნებათა კლუბ კასპს” ალექსანდრე მანძულაშვილი ხელმძღვანელობს. ის ახალგაზდებს კარატეში და ტაეკვანდოში ავარჯიშებს. ალექსანდრე თავადაც სპოტრტსმენია. მან ვარჯიში 12 წლიდან დაიწო და 16 წლისამ უკვე ბავშვები აიყვანა სავარჯიშოდ.

“კარატეში მაქვს მეოთხე დანი შავი ქამარი, ტაეკვანდოში კი მეორე დანი შავი ქამარი. 12 წლის ვხდებოდი, როდესაც ვარჯიში დავიწყე, ჩემმა ბიძაშვილმა მიმიყვანა და მას მერე ჩავრჩი. კასპში დავიწყე სპორტული მოღვაწეობა, შემდეგ ნაკრებშიც ვვარჯიშიბდი. სკოლაში ვსწავლობდი, ბავშვების მომზადება რომ დავიწყე. სამთავისში შევქმენი პირველი ჯგუფი. მახსოვს, ზოგი 5 ლარს მიხდიდა, ზოგი 3 ლარს”, – გვიყვება ალექსანდრე.

ალექსანდრეს სპორტული კარიერა 35 წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში, მას სხვადასხვა ტურნირებზე აქვს მონაწილეობა მიღებული, არის ევროპის და საქართველოს ჩემპიონი, ასევე მსოფლიოს პრიზიორი.

“სკოლის შენობაში ვვარჯიშობდით ჩემს ახალგაზრდობაში, შენობას მინები არ ჰქონდა და ვინც ცოტა მოზრდილები ვიყვით ფანჯრის მხარეს ვდგებოდით ხოლმე, ქურთუკები გვეცვა და თოვლი და წვიმა ზედ გვაყრიდა. არც სავარჯიშო მოწყობილობა გვქონდა, “გრუშის” მაგივრად საბურავი გვქონდა ხოლმე დაკიდებული და ასე ვვარჯშობდით, ან ფქვილის ტომარას ავავსებდით ნახერხით და ისმას ვკიდებდით, რთულ პირობებში გვიწევდა ვარჯიში”, – იხსენებს ის.

ალექსანდრემ კასპში საბრძოლო ხელოვნების კლუბი შექმნა, სადაც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებს ავარჯიშებს.

“აქ როგორც პროფესიონალურ, სევე სამოყვარულო დონეზე შეუძლიათ სწავლა. კარგი თაობა იზრდება, შედეგებიც გვაქვს, დავდივართ ტურნირებზე და ხან პირველი ადგილით ვბრუნდებით, ხან მეორე და მესამე, ეს არის ოლიმპიური სახეობა და ჩვენთვის ეს მოგებები და ქულები უდიდესი გამოცდილებაა”, – ამბობს ის.

ალექსანდრე ბიჭებთან ერთად გოგონებსაც ავარჯიშებს, ამბობს რომ ეს სპორტი ყველასთვის საჭირო და საინტერესოა.

“მე საკუთარ შვილს ვავარჯიშებ 8 წლიდან, თავიდან იყო წინააღმდეგობა, რომ გოგოა და რატომ უნდა იაროს კარატეზე, მაგრამ რატომაც არა, თუ მართლა გულით მოეკიდები ამ სპორტს ძალიან საინტერესოა. უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ დაიწყოს სარეიტინგო ქულებისთვის ბრძოლა და მომავალში ოლიმპიადაზეც ვიფიქრებთ. დიდ ასაკშიც გამოდის და კარგი შედეგები აქვს, სურვილი მაქვს ამ სპორტს გაყვეს და ეს გზა გააგრძელოს”, – ამბობს ალექსანდრე.

ალექსანდრე მანძულაშვილს სამომავლოდ კასპში კარატის ფედერაციის დაარსება სურს, სადაც სხვადასხვა სპორტული აქტივობების კლუბებს გააერთიანებს.

დატოვეთ კომენტარი