ახალი ამბები

კარალეთის დევნილთა დასახლებაში მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს 

კარალეთის დევნილთა დასახლების სკვერში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, იძულებით გადაადგილებული პირები შეიკრიბნენ.

მშვიდობის დღის აღსანიშნავად მათ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს სიმბოლურად თეთრი ბუშტები, სამშვიდობო გზავნილთან ერთად გაუშვეს.

“ჩვენ მშვიდობა გვინდა” და “მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს” – ეს არის მთავარი შეტყობინება, რითიც იძულებით გადაადგილებული ქალები საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ მოსახლეობს მიმივმართავთ”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ინფორმაციისთვის, 21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. აღნიშნული დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.