ქარელის მერს ორი მოადგილე, ერთი თანაშემწე და ერთი მდივანი ჰყავს, რომელთა სახელფასო ანაზღაურება ყოველთვიურად 9 690 ლარს შეადგენს. თავად მერის ხელფასი კი 5 500 ლარია.
მერიის ინფორმაციით:
- პირველი მოადგილის, ლადო სალუქვაძის ხელფასია 3 850 ლარი;
- მოადგილის, ნათია მაწონაძის ხელფასია 3 520 ლარი;
- თანაშემწის, ალეკო ღამბარაშვილის ხელფასია 1 320 ლარი;
- მდივნის, ანი ქუთათელაძეს ხელფასია 1 000 ლარი.
ინფორმაციისთვის, სხვა მერებისგან განსხვავებით, ზაზა გულიაშვილს მრჩეველი არ ჰყავს.
დატოვეთ კომენტარი