ახალი ამბები

სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს გორის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გორის რაიონულ სასამართლოში გორის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულების პროცესი გაიმართა. 

სასამართლომ ნარკორელიზატორობის ბრალდებით დაკავებული 5 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების თაობაზე იმსჯელა და ხუთივე მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

პროცესს ესწრებოდნენ დაკავებულების ადვოკატებიც. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

“ფსიქოტროპული წამლები ჰქონდა და არა – ნარკოტიკები. თუ რაიმე გაყიდა, ისიც ფსიქოტროპული პრეპარატები იქნებოდა”, – თქვა ნინო შავშიშვილმა. 

კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატის თქმით კი, შსს-მ საჩვენებელი სპექტაკლი მოაწყო და დაკავებულების ნაწილის წინააღმდეგ, უტყუარი მტკიცებულებები არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური ოპერაციის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შიდა ქართლში 7 პირი დააკავა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები