გორის მუნიციპალიტეტში სპეცოპერაცია გრძელდება. ამჟამად, სამართალდამცველები მეჯვრისხევში მუშაობენ.
“მოზაიკას” ინფორმაციით, პოლიცია 30 წლამდე მამაკაცის დაკავებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია დილიდან დაიწყო – ამ დროისთვის, პოლიციამ 3 პირი კომბინატის დასახლებაში, ვოლოგდის დასახლებასა და მეჯვრისხევში დააკავა. სამივე მათგანს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ედავებიან.
დატოვეთ კომენტარი