გორში, მდინარე „მეჯუდას“ გაწმენდითი სამუშაოების ფარგლებში იგეგმება მდინარის კალაპოტისა და სანაპირო ზოლის მოწესრიგება და გასუფთავება სხვადასხვა სახის ნარჩენების, მცენარეებისა და ლამისგან, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით იგეგმება მდინარის ხუთ კილომეტრიანი მონაკვეთის გასუფთავება.
“მდინარის გაწმენდითი სამუშაოები პაპიტაშვილის ქუჩიდან დაიწყო და მდინარე „ლიახვის“ შესართავამდე გაგრძელდება”, – ამბობენ სააგენტოში.
სამუშაო პროცესში ჩართულია სპეციალური ტექნიკა.
დატოვეთ კომენტარი