ახალი ამბები

576 წვევამდელიდან ჯარში მხოლოდ 13 წავიდა – საგაზაფხულო გავვევა ხაშურში

ხაშურში 563 წვევამდელს სამხედრო სამსახურის გადაუვადდა, – ამის შესახებ “მოზაიკას” ინფორმაცია ხაშურის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსმა მიხეილ ბარბაქაძემ მიაწოდა.

ბაქრაძის თქმით, გადავადების ძირითადი მიზეზი სწავლა იყო. 

“გადავადების ძირითადი მიზეზია უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა. ასევე  “გირჩის” მღვდელმსახურის ცნობა, რომელიც 50-მა წვევამდელმა წარმოადგინა”, – აღნიშნა მიხეილ ბარბაქაძემ.

ინფორმაციისთვის, საგაზაფხულო გაწვევა 576 წვემამდელს შეეხო და მათგან სავალდებულო სამხედრო სამსახურში მხოლოდ 13 წავიდა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი