ახალი ამბები

ხელოვნების ენა უნიკალურია, მას შეუძლია შერიგების დაჩქარება – გორის მერი ფესტივალზე

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო.

მერთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

“სიმბოლურია ასეთი ღონისძიების იმ სოფელში ჩატარება, რომელიც ცხინვალიდან ნახევარ კილომეტრში მდებარეობს და სადაც 14 წლის წინ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ხელოვნების ენა უნიკალურია. მას შეუძლია შერიგების პროცესის დაჩქარება. როგორც დღემდე, გორის მერია მომავალშიც გააგრძელებს ღონისძიების მხარდაჭერას”, – განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ნიქოზს სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ერთკვირიანი ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ფილმების ჩვენება, გამოფენების მოწყობა, კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის კონცერტები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.