30 აგვისტოს, აბიტურიენტთათვის ცნობილი გახდა, თუ რომელ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი სოსიაშვილი განმარტავს, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რაოდეობა გაზრდილია.
“Naec-დან ველოდებით ზუსტ ინფორმაციას და სიას, თუ რამდენმა აბიტურიენტმა მოახერხა სწავლის გაგრძელება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამიტომ ჯერ-ჯერობით ზუსტი რიცხვის დასახელება არ შეგვიძლია, მაგრად დანამდვილებით გეტყვით, რომ წელს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცილებით მეტმა აბიტურიენტმა ისურვა სწავლის გაგრძელება, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. უახლოეს დღეებში ველოდებით Naec-ის ცნობას და ზუსტ რიცხვს შემდეგ დავასახელებთ”, – გვითხრა სოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა, მათგან სწავლის გაგრძელების უფლება 32 100-ზე მეტმა მოიპოვა.