გორში “ზებრა” გადასასვლელების განახლება მიმდინარეობს. ამჯერად, ქვეითთათვის განკუთვნილი გადასასვლელები ყვითელ და თეთრ ფერებში შეიღება.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქალაქში “ზებრა” გადასასვლელები ეტაპობრივად ყველა ქუჩაზე განახლდება.
“სიახლის შემოტანა გვინდოდა და ამიტომ შევარჩიეთ ყვითელი ფერი, შევიძინეთ საღებავი და ეტაპობრივად ყველა ქუჩას მოვიცავთ, ჭავჭავაძის ქუჩაზე უკვე განვაახლეთ, დაგეგმილია ასევე სტალინის, გურამიშვილის, მშივოდობისა და სამეფო ქუჩებზე”, – გვითხრა გიორგი ბარჯაძემ.
დატოვეთ კომენტარი