სოფელ კოდავარდის უბანში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, ქარელის მერიამ 2 მოსაცდელი ააშენა. ამ საკითხზე ენმ-ის წევრმა თამარ დიასამიძემ საკრეულოს სხდომაზე ისაუბრა.
დიასამიძის თქმით, სოფელში 42 კომლი ცხოვრობს, რომლებსაც სხვა პრობლემები და გამოწვევები აქვთ.
“მოსაცდელებს შორის მანძილი 250 მეტრია. 42 კომლიან სოფელში ორი მოსაცდელი რა საჭირო იყო, ვერ ვხვდები?! მით უმეტეს, რომ სოფელში სხვა უამრავი პრობლემა და ისინი არ მოუგვარებიათ. მაგალითად, სოფლის მაცხოვრებლები ზინა ნოზაძე, ბეჟან გოგატიშვილი და ქეთინო სარალიძე ყოველ წელს სოფელში სანიაღვრე არხის გაკეთებას ითხოვენ და ახლა ისინიც გაკვირვებულები არიან ამ ფაქტით”, – გვითხრა თამარ დიასამიძემ.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდავარდის უბანში 2 მოსაცდელის აშენებისთვის ქარელის მერიამ ბიუჯეტიდან 20 000 ლარი დახარჯა.
მოხისის ადმინისტრაციული ცენტრის მაჟორიდარი ზაზა დაბრუნდაშვილი ირწმუნება, რომ ეს მოსახლეობის მოთხოვნა იყო.