ახალი ამბები

სოფელ ფერმაში ბოლო ორ თვეში 40 -მდე საფლავი გაძარცვეს 

კაპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ბოლო ორ თვეში 40-მდე საფლავი გაძარცვეს, – ამის შესახებ ადგილობრივებმა განაცხადეს და სოფელში საპროტესტო აქციაც გამართეს. 

“ძვირადღირებული ქვები, მარმარილოებია წაღებული, მივმართეთ პოლიციას, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენიათ. ბოლო ორი თვეა იძარცვება საფლავები, მაგრამ ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ”, – ამბობენ ადგილობრივები. 

სოფლის მოსახლოება ამბობს, რომ მოპარულის გარდა, სასაფლაოზე წასაღებად გამზადებული ქვებიცაა, რომლის მოპარვაც ჯერ ვერ მოასწრეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.