ძამას ხეობაში, სოფელ ელბაქიანთკარში ხანძრის გაჩენის გამო, ერთი პირი დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ “მოზაიკას” მერის წარმომადგენელმა ელბაქიანთკარში, მალხაზ სანებლიძემ უთხრა.
“პოლიციამ დაათვალიერა, 4 სახლია დამწვარი. ერთი ადგილობრივი დააკავეს. ვეძებდით, ვინ დაანთო ცეცხლი და პოლიციამ დააკავა”, – გვითხრა სანებლიძემ.
ინფორმაციისთვის, ელბაქიანთკარში ხანძრი გაჩნდა, დაიწვა 4 სახლი. ხანძრის ქრობის პროცესში რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟია ჩართული. გავრცელებული ცნობა, ტყის მასივზე ცეცხლის გაჩენის შესახებ მერის წარმომადგენელმა არ დაადასტურა.
დატოვეთ კომენტარი