ახალი ამბები

ცხოველები დადიან საფლავებზე – ქორდში სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვას ითხოვენ

ავტორი: სოფო ასკილაშვილი

გორის მუნიციპალიტეის სოფელ ქორდში მოსახლეობა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვას ითხოვს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წლებია მათ ეს მოთხოვნა აქვთ, მაგრამ ამ დრომდე საკითხი ისევ არ მოგვარებულა.

“სასაფლაოზე, ზოგ საფლავს არ აქვს მესერი შემოვლებული, იქ საქონელი შედის და ანადგურებს დარგულ ყვავილს თუ ხეებს, ხშირად გვხვდება დაბინძურებული, ასე ხომ არ შეიძლება, უნდა მიხედონ, შემოღობონ ტერიტორია, რომ სისუფთავე იყოს”, – ამბობს ჟუჟუნა ჯალაბაძე.

ერთ-ერთი ადგილობრივის თამაზ ასკილაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სასაფლაოს შემოღობვა დაიწყება, სამუშაოებში მოსახლეობაც დაეხმარებათ.

“მინდორია, ცხოველი, ფრინველი პირუტყვი შედის საფლავებზე, ყოველთვის ხომ ვერ გაჰყვები ძროხაა თუ ფრინველია, შემოსაზღვრული რომ იქნება, აღარაფერი შევა. თუ ადგილობრივი ხელისუფლება დაგვეხმარება და შემოგვიღობავს, სამუშაოებში ადგილობრივებიც დავეხმარებით”, – ამბობს თამაზ ასკილაშვილი.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი
ტეგები