ქარელის მუნციპალიტეტში 2022 წლის ივლისი – აგვისტოს პერიოდში გამოცხადდა 29 ტენდერი, რომელთაგან 11 ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ მიიღო.
ჯამში, გაუქმებული ტენდერების საერთო ღირებულება 378 833 ლარს შეადგენს.
ყველაზე მაღალ ბიუჯეტიანი ტენდერი ქარელში 40 ბინიანი კორპუსის ეზოში, მინი სტადიონის მოწყობის და კორპუსის ეზოში სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის იყო, რომლის ღირებულებაც 85 672 ლარს შეადგენს.
არ შემდგარი ტენდერების უმეტესობა სხვადასხვა ობიექტების რეაბილიტაციისთისა და კეთილმოწყობისთვის იყო გამოცხადებული.
- სოფელ კოდავარდისუბნის წყაროს სამუშაოები;
- სოფელ ტახტისძირის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები;
- სოფელ რუისში მუსიკალური სკოლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები;
- ,,მეზობლობა 22″ – ის სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები;
- ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები;
- კორპუსის ეზოში მინი სტადიონის და სკვერის მოწყობის სამუშაოები;
- ხიდის სარეაბილიტაციო და სამანქანე ბოგირის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
- კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები;
- სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები;
- მუსიკალური სკოლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.
შენიშვნა: ჩამოთვლილთაგან, კორპუსის ეზოში მინი სტადიონისა და სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი ორჯერ გამოცხადდა და ორივეჯერ არ შედგა.
დატოვეთ კომენტარი