გიორგი ორთანეზაშვილი გორში, ბერუაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლს ლატარიის პრინციპით ათამაშებს. ერთი ბილეთი, რომლითაც მსურველები ლატარიაში ჩართვას შეძლებენ, 10 ლარი ღირს. ორთანეზაშვილი 70 ათასი ბილეთის გაყიდვას და შემდეგ გამარჯვებულის გამოვლენას გეგმავს.
“მოზაიკამ” სახლის გაყიდვის ამ ინოვაციურ მეთოდზე ვიდეო მოამზადა. ახლა კი გთავაზობთ იმ კითხვებზე პასუხებს, რომლებიც ლატარიაში მონაწილეობს მსურველ მოქალაქეებს აქვთ.
როგორია გათამაშების წესები?
- მოგებული გამოვლინდება ლოტოტრონის საშუალებით;
- მოგებულს ბინა გადაეცემა სიმბოლურ ფასად – 10 ლარი;
- ბილეთის ფასი – 10 ლარი.
როგორ შევიძინოთ ბილეთი?
- ბილეთის ღირებულება შეგაქვთ საბანკო ანგარიშზე: საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით: საიდენტიფიკაციო კოდი 418471594, შპს “გრინჰაუს”; ინტერნეტ ბანკის საშუალებით გადახდის შემთხვევაში ა/ა GE43BG0000000100911755GEL
- დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი. (აუცილებლად შეინახეთ გადახდის დამადასტურებელი ჩეკი);
- გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს;
როდის და როგორ მოხდება გათამაშება?
- აუცილებელია გათამაშებისას ლოტოტრონიდან ამოღებულ ბილეთზე მითითებულ ნომერს უპასუხოს სავარაუდო მოგებულმა;
- გასათამაშებელი ბინის საკადასტრო კოდი – 66.45.24.046;
- გასაყიდი ბილეთების მინიმალური რაოდენობაა – 70 000 ერთეული (ცალი);
- გათამაშება შედგება მიმდინარე წლის 3 დეკემბერს.
- გათამაშებაზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურად ასევე ფბ ლაივით.
- საჭირო რაოდენობის ბილეთების არ გაყიდვის შემთხვევაში ყველა მონაწილეს ბილეთის თანხა დაუბრუნდება უკან;
ვის დავუკავშირდეთ დამატებითი კითხვების შემთხვევაში:
- საკონტაქტო პირია გიორგი ორთანეზაშვილი, ტელ: 591 68 78 78;
დატოვეთ კომენტარი