გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს, ეს ადგილი თამარ თოხაძემ დაიკავა.
ერისთავის თეატრში აღნიშნული პოზიცია თითქმის ერთი წელი ვაკანტური იყო. მანამდე აღნიშნულ პოსტს გია წვერავა იკავებდა.
წვერავა დირექტორის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა, 2021 წლის სექტემბერში კი ის გაათავისულეს. მაშინ წვერავა ამბობდა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი კანდიდატურა იმის გამო აღარ დაამტკიცა, რომ გიორგი გახარიამ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისთვის, პროპორციული სიის წევრად წარადგინა.
დატოვეთ კომენტარი