ხაშურის სამუსიკო სკოლაში სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
მერიის ინფორმაციით, ახლა სკოლის სკვერის კიბე კლავიატურის სტილში იღებება.
“პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ვიოლინოს ფორმის შადრევანი, დაიდგა სკამები, რომლებზეც სანოტო ნიშნებია გამოსახული, გაკეთდა განათებები და დაირგო ხე-მცენარეები. დარჩენილია მცირედი სამღებრო სამუშაოები”, – აცხადებენ ხაშურის მერიაში.
სამუსიკო სკოლის ეზოს კეთილმოწყობის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს.
“იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ადგილი საყვარელი დასასვენებელი სივრცე გახდება როგორც ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებისთვის, ასევე სტუმრებისთვის”, – ამბობენ მერიაში.
“მოზაიკა” გთავაზობთ ფოტოებს სამუსიკო სკოლის განახლებული სივრციდან:
დატოვეთ კომენტარი