სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც მოქალაქე ყვება, თუ როგორ ჩამოართვა ხაშურის პოლიციამ ავტომბილები.
სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც მოქალაქე ყვება, თუ როგორ ჩამოართვა ხაშურის პოლიციამ ავტომბილები.
“ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ჩამოგვართვეს ავტომობილები”, – აცხადებენ მოქალაქეები.
მათი თქმით, ისინი პოლიციამ იმ დროს გააჩერა, როცა ღორიდამკალის ტყეში შეშის წამოსაღებად მიდიოდნენ.
“მივდიოდით სოფელ ღორიდამკალის ტყეში შეშის წამოსაღებად, ყველა წესის დაცვით, ნომრით, საბუთებით. გაგვაჩერა პოლიციამ, მოგვთხოვეს საბუთები და ჩამოგვართვეს ტელეფონები. გვითხრეს, რომ უნდა წაგიყვანოთ ხაშურის სამმართველოში და გადაგცეთ გამოძიებასო”, – ჰყვებიან მოქალაქეები.
მათი თქმით, ჩამორთმეული ავტომობილები გორში საჯარიმოზე გადაიყვანეს.