სტატიები

“ოცნების” შემომწირველი კომპანია ხაშურისა და ქარელის მერიების ტენდერებში იმარჯვებს

მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანია ხაშურისა და ქარელის მერიების ტენდერებში იმარჯვებს. საუბარია კომპანიაზე “ჰედეფ ჯორჯია”, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში აღნიშნულმა მუნიციპალიტეტებმა 10-მდე ხელშეკრულება გაუფორმა. 

2014 წელს რეგისტრირებული “შპს ჰედეფ ჯორჯიას” 100% წილის მფლობელი ლევან გოგოლაძეა, რომელმაც 2021 წლის არჩევნების წინ, 3 აგვისტოს, “ქართულ ოცნებას” 50 000 ლარი შესწირა.

2021- 2022 წლებში, მხოლოდ ხაშურის მერიამ “შპს ჰედეფ ჯორჯიასთან” 10 მილიონამდე ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

რაც შეეხება ქარელის მერიას, ამავე პერიოდში აღნიშნულმა კომპანიამ ქარელის ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

ორივე მუნიციპალიტეტი აღნიშნულ კომპანიას გზების დაგებისთვის ქირაობს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მფლობელი ლევან გოგოლაძე, ხელისუფლების ცვლილებამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველი იყო. მაგალითად, 2012 წელს მან ენმ-ს 8 000 ლარი გადაურიცხა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.