ახალი ამბები

გორელმა მოჭადრაკეებმა ბათუმში გამართულ ფესტივალზე წარმატებით იასპარეზეს

გორელმა მოჭადრაკეებმა ბათუმში გამართულ ფესტივალზე წარმატებით იასპარეზეს.

ანდრია ქრისტესიაშვილმა და ალექსი ინაურმა ბათუმში გამართულ საჭადრაკო ფესტივალზე – “შავი ზღვის დელფინი 2022”, პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.

10 წლამდელებს შორის, 7 შესაძლებლიდან მაქსიმუმის – 7 ქულით ქრისტესიაშვილი პირველი იყო, მეორე კი ინაური.

ორივე მათგანი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭადრაკეა, ქრისტესიაშვილის პირადი მწვრთნელი დიტო მაღალაშვილია, ინაურისა კი ციალა ქასოშვილი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები