ადამიანები ისტორიები

საზოგადო მოღვაწე, რომელიც სოფელ ხოვლეში ცხოვრობდა – ლეო რჩეულიშვილი

საქართველოს ყველა კუთხე ინახავს იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. თავისი ცხოვრებით და მოღვაწეობით გამოირჩეოდა სწორედ ლეო რჩეულიშვილი, რომელსაც 1954 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ჯილდო მიენიჭა. ლეო 1909 წელს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში დაიბადა, პრიფესიით მშენებელი იყო, მაგრამ თავისი მოღვაწეობა, ქართული ხუროთმოძღვრების კვლევას მიუძღვნა.

1936 წლიდან იყო ხელოვნების მუზეუმის “მეტეხის”, ხოლო 1941-1986 წლებში ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი, 1954-1986 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის და თეორიის კათედრის გამგე, პროფესორი, იკვლევდა შუა საუკუნეების საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრებას, XX საუკუნის ქართველ მხატვართა შემოქმედებას.

რჩეულიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ძეგლთა დაცვის საქმიანობაში. განსაკუთრებულია მისი დამსახურება ხუროთმოძღვრულ ძეგლთა აზომვასა და ფიქსაციაში. დიდ ყურადღებას უთმობდა ქართულ საერო არქიტექტურის კვლევას. ლეო რჩეულიშვილი ერთი იმათგანი იყო, ვინც დაამკვიდრა და განამტკიცა ინსტიტუტის მეცნიერული და ეთიკური ტრადიციები.

ლეო რჩეულიშვილს კვლევებმა მოიცვა:

  • შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა;
  • ატენის მცირე გუმბათიანი ეკლესია;
  • ქართული ხუროთმოძღვრების სამი უცნობი ძეგლი;
  • საბა ტუსიშვილის სასახლე სოფელ ნინოწმინდაში;
  • ორბელიანების კოშკი ვაშლოვანში;
  • XVII საუკუნის სასახლე ძაღინაში; თიღვა;
  • გრემი;
  • თრიალეთის საერისთაოს X საუკუნის ერთი ძეგლი;
  • თელავი;
  • ახვლედიანის პეიზაჟები;
  • ერისთავის ნაგებობა თრიალეთის ახალქალაქში;
  • თრიალეთის ახალქალაქის ძეგლები;
  • საბჭოთა ხელოვნება.

ის არის თანაავტორი წიგნის “თბილისი”. არქიტექტურის ისტორიკოსთა ჯგუფთან ერთად, მან მოამზადა მონოგრაფია “თბილისის მეტეხის ტაძარი”. გამოკვლეული აქვს 1930-იან წლებში განადგურებული ე. წ. “გუბერნატორის სახლი” , საგანგებოდ შეისწავლა ძველი თბილისის სახე.

ინჟინერს, ისტორიკოსს, მეცნიერსა და პედაგოგს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ხელოვნების ისტორიკოსის და საზოგადო მოღვაწის.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.