გორის მე-8 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ელენე ბეთლემიშვილმა მასწავლებელთა კონპენტენციის დამადასტურებელი გამოცდა ჩააბარა, სადაც წამყვანისა და მენტორის სტატუსისთვის საკმარისი ქულები დააგროვა.
ელენე ბეთლემიშვილს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ჰქონდა, გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი ერთდროულად ორი საფეხური გადალახა და გარკვეული კვლევების განხორციელების შემდეგ, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსს მიიღებს.
მენტორი მასწავლებლის გამოცდა ჩააბარა, ამავე სკოლის კიდევ ერთმა პედაგოგმა, ნინო ფსუტურმაც. საერთო ჯამში მე – 8 საჯარო სკოლას 4 მენტორის მასწავლებელი ეყოლება.
დატოვეთ კომენტარი