სტატიები

რა სამუშაოები ჩატარდება გორის საკრებულოს შენობაში რეაბილიტაციის ფარგლებში

გორში, ადმინისტრაციულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აღნიშნულის შესახებ “მოზაიკა” 4 თვის წინ წერდა. სამუშაოები რეგიონებში გასანხორციელებელი პროექტის ფარგლებში დაიგეგმა, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას “საბა კონსტრაქშენ“.

ხელშეკრულბის მიხედვით, რომლის ღირებულებაც 12 მილიონ ლარს შეადგენს, კომპანიამ ადმინისტრაციული შენობის გარდა უნდა მოახდინოს ცენტრალურ ქუჩაზე არსებული კერძო სახლისა სკვერის რეაბილიტაციაც.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება მიმდინარე წლის მაისში გაუფორმა. “მოზაიკა” დაინტერესდა როდის დაიწყება შენობის რეაბილიტაცია, თუმცა კომპანიაში განაცხადეს, რომ შენობის რეაბილიტაცია პროექტის მეორე ეტაპია და სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღის დასახელება უჭირთ.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე ნებართვის გაცემა. უშუალოდ სამუშაოების დაწყების თარიღი ჯერჯერობით არ ვიცით”, – გვითხრეს კომპანიაში.

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის პროცესში მისი პირვანდელი იერსახე შენარჩუნდეს.

“წინხედი რაც გვაქვს სრულად უნდა შენარჩუნდეს და აღდეს პირვანდელი სახით. ძალიან რთული სამუშაოების გაწევა მოუწევთ. შენობაში თითქმის ყველაფერი რეაბილიტაციას საჭიროებს, ეს ყველაფერი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და თანამედროვე სტანდარტებით უნდა გაკეთდეს. ჩვენ გასულ წლებშიც გვქონდა ამის სურვილი, თუმცა ვერ ხერხდებოდა”, – გვითხრა დავით რაზმაძემ.

სამუშაეობი, რომელიც რეაბილიტაციის ფარგლებში უნდა შესრულდეს:

  • შენობის გამაგრება;
  • ჩარდახის მოწყობა;
  • იატაკების მოპირკეთება;
  • ჭერის მოპირკეთება;
  • კედლებისა და ტიხრების მოპირკეთება;
  • ფასადის მოპირკეთება;
  • კარ-ფანჯრების გამოცვლა;
  • გადახურვის მოწყობა;
  • კიბეების მოპირკეთება;
  • ვიდეო-კამერების დამონტაჟება;

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაციის ფარლგებში დაგეგმილია გარეპერიმეტრის მოწყობაც.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები