ახალი ამბები

189 758 ლარი დაჯდება მინი სტადიონი, რომელიც ხაშურის #7 საჯარო სკოლას ექნება

ხაშურში, #7 საჯარო სკოლის ეზოში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი სტადიონი კეთდება, – ამ ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მერის, თენგიზ ჩიტიაშვილის განმარტებით, მინი სტადიონების მშენებლობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები