შიდა ქართლის გუბერნატორად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა, მანამდე ის საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
შაყულაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს გასულ წელს შეავსო, რომლის მიხედვითაც მის საკუთრებაშია ორი ბინა, მიწის ნაკვეთი, აგარაკი, ავტოფარეხი და ავტომობილი.
მისმა შემოსავალმა ერთ წელში კი ხელფასიდან 7 924 ლარი შეადგინა, რომელიც პროკურატურაში და უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში მიიღო.
ცალკე აქვს მითითებული ოჯახის დანაზოგიც, რომელმაც 15000 ლარი შეადგინა.
გარდა სახელფასო დანაზოგისა, მიხეილ შაყულაშვილს დეკლარაციაში ასახული აქვს ანაბარიც, რომელიც დეკლარაციის შევსების პერიოდში 20 750 დოლარს შეადგენდა.
შაყულაშვილი ფლობს ორ საცხოვრებელ ბინას თბილისში, საიდანაც ერთი მემკვიდრეობით ერგო, მეორე კი 2016 წელს შეიძინა და 59 900 ლარი გადაიხადა. მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში, დეკლარაციის მიხედვით, ნაკვეთი მისმა მშობლებმა 2017 წელს შეიძინეს და მიხეილ შაყულაშვილსა და მის დაზე დაარეგისტრირეს 50-50%-ნი წილით. ასევე აქვს რეგისტრირებული აგარაკიც, რომელიც ამავე სოფელში მდებარეობს.
გასულ წელს შეიძინა ავტომობილი “ჰიუნდაი”, რომელშიც 4000 დოლარი გადაიხადა.