ადამიანები ისტორიები

ლუკა რაზმაძე ქართული ფეხბურთის ყველა დროის რეკორდსმენია

ლუკა რაზმაძე გორის „დილას“ ყოფილი ფეხბურთელია, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე მეტი, 450 მატჩი აქვს ჩატარებული.

ლუკამ, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია, საფეხბურთო კარიერა მშობლიურ გორში დაიწყო და პირველი პროფესიონალური ნაბიჯები „დილაში“ გადადგა.

გორული კლუბიდან წასვლის შემდეგ ლუკას კარიერაში ბევრი ცვლილება მოხდა, მაგრამ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მას არ უთამაშია.

სხვა და სხვა დროს იცავდა „ვიტ ჯორჯიას“, რუსთავის „ოლიმპის“ ბოლნისის „სიონის“ წყალტუბოს „სამგურალის“ ღირსებას. ასევე თამაშობდა ჰექტორ რაულ კუპერის ფორმაციის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

მთლიანობაში, ლუკამ საქართველოს ეროვნულ ლიგაში 450 მატჩი ჩაატარა, რაც ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებია.

აღსანიშნავია, რომ რაზმაძემ კარიერა 2019 წელს დაასრულა, თუმცა მისი რეკორდი დღემდე მაინც ვერავინ მოხსნა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

პაატა მაჩიტაძე