ახალი ამბები

დურმიშხან და ზვიად ბერუაშვილების ტურნირში შიდა ქართლიდან 3 -მა მოჭიდავემ გაიმარჯვა 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში დურმიშხან და ზვიად ბერუაშვილების ტურნირი გაიმართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ვეტერანი და ახალგაზრდა მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. ყველა წონით კატეგოროაში გამოვლინდა გამარჯვებული.

შიდა ქართლიდან ოქროს მედლების მოპოვება სამმა მოჭიდავემ შეძლო. 

73 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა გორელმა ზურა ჭიღლაძემ, 80 კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა გორელმა ზვიად ბაზანდარაშვილმა და აბსოლუტურში ოქროს მედალი მოიპვა ქარელელმა პაატა ღვინიაშვილმა. 

“მოზაიკა” გთავაზოვთ გამარჯვებულების სრული სიას: 

60 კგ.

  • გიგი ოტიაშვილი – ახმეტა;
  • ლაშა ბაღაშვილი – თბილისი;
  • გიორგი ნოზაძე – ხაშური.

66 კგ.

  • ნიკო ჭიკაიძე – ახმეტა;
  • ნიკა გოგალაძე – ხაშური;
  • ხვიჩა გაფრინდაშვილი – ხაშური.

73 კგ.

  • ზურა ჭიღლაძე – გორი;
  • გიგა მაისურაძე – ქარელი;
  • ნიკა ქომეთიანი – ცაგერი.

80 კგ.

  • ზვიად ბაზანდარაშვილი – გორი;
  • გიორგი ჭიღლაძე – გორი;
  • ლუკა ბაბუციძე – გორი.

აბსოლუტური:

  • პაატა ღვინიაშვილი – ქარელი;
  • გიორგი ქავთარაძე – თბილისი;
  • ემზარ კოკოლაშვილი – ქარელი.
დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი