ადამიანები ისტორიები

გორის ადმინისტრაციული შენობის არქიტექტორის, მიხეილ შავიშვილის ისტორია

გორის ადმინისტარიციული შენობა გამორჩეულია უნიკალური სტილით და მისი კლასიკური ვიზუალი ქალაქის ცენტრს გამორჩეულ იერს სძენს.

1952 წელს, მიხეილ შავიშვილის პროექტით აშენებულ ადმინისტრაციულ ცენტრს გარე ფასადი დღემდე არ შეუცვლია და ყველა ეპოქას თანაბრად ერწყმის.

აღსანიშნავია, რომ XX საუკუნის შუა ხანებისთვის საქართველოში არქიტექტორებს ძირითადად საზღვარგარეთიდან იწვევდნენ და 1952 წელს მიხეილ შავიშვილის მიერ აშენებული გორის ადმინისტრაციული ცენტრი ერთ-ერთი პირველი უდიდესი პროექტი იყო, რომელიც ქართველ არქიტექტორს ანდეს ასაშენებლად.

მიხელ შავიშვილი 1894 წელს, ოზურგეთში დაიბადა და საშუალო განათლებაც მშობლიურ ქალაქში მიიღო. შემდეგ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო, თუმცა აღსანიშნავია, რომ შავიშვილმა უმაღლესი განათლება არა საზღვარგარეთ, არამედ საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური არქიტექტურის ფაკულტეტზე მიიღო და ესეც ერთ-ერთი მთავარი ფაქტია, რაც შავიშვილს სხვა ქართველი არქიტექტორებისგან გამოარჩევს.

  • მიხეილ შავიშვილს 80-ზე მეტ პროექტზე უმუშავია, მათგან ყველაზე ცნობილებია:
  • სპეციალური საცხოვებელი სახლები საბურთალოზე;
  • ავტოქარხნის მუშათა საცხოვრებელი რაიონი ქუთაისში;
  • ადმინისტრაციული ცენტრი ცხინვალში;
  • ადმინისტრაციული ცენტრი გორში;
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი;
  • სამედიცინო და სახელმწიფო უნივერსიტეტების შენობები.

შავიშვილის სტილისთვის დამახასიათებელია რენესანსური ეპოქის ხელწერა, ფართო ვესტიბიულები და მაღალი ჭერი, ექოვანი დარბაზები.

ასევე საყურადღებოა მიხეილ შავიშვილის ღვაწლი ეთნოგრაფიულ და არქეულოგიური ექსპედიციებში. მან აზომა არაერთი ხუროთმოძღვრული ძეგლი და იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირი ჩამოყალიბების პირველი ინიციატორი და ორგანიზატორი.

გორის ადმინისტრაციული შენობა იყო უკანასკნელი დიდი პროექტი, რომელიც შავიშვილმა 1952 წელს ააშენა. ის 1958 წელს თბილისში გარდაიცვალა და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები