ადამიანები ისტორიები

საზამთროს ბაღი ბებნისში – ოჯახური მეურნეობიდან ბიზნესამდე

ქარელის მუნიციპალიტეტ სოფელ ბებნისში, სოფო იმერლიშვილმა და მისმა მეუღლემ გიორგი ბერიკაშვილმა საზამთროს ბაღი ორი წლის წინ გააშენეს, როგორც სოფო გვიყვება, თავდაპირველად მცირე რაოდენობით ოჯახისთვის მოიყვანეს საზამთრო, იდეამ გაამართლა და გადაწყვიტეს ბიზნესად ექციათ.

საქმეში თითოეული ოჯახისწევრი იღებს მონაწილეობას.

ჩემ მეუღლეს ყოველთვის უნდოდა რაღაც ისეთის, ახალის მოფიქრება, რაც შიდა ქართლში დღეს ინოვაცია იქნებოდა და საზამთროზე შევაჩერეთ არჩევანი. თან წინაპრისგან იცოდა, რომ თურმე ძველად აქ ძალიან გემრიელი საზამთრო მოჰყავდათ. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით რომ გამოგვივიდოდა. ალბათ იყვნენ ისეთი ხალხიც ვინც პესიმისტურად უყურებდა ამ საქმეს”, – გვიყვება სოფო.

სოფოს და მის მეუღლეს ახლა საზამთრო 1ჰა – ზე აქვთ გაშენებული, პირველი მოსავალი 50ტონა უკვე აიღეს, ამბობს, რომ კრეფა ჯერ არ დასრულებულა და მეორე მოსავალს კიდევ ელოდებიან.

საზამთროს მოყვანა ადვილი ნამდვილად არ იყო, მითუმეტეს ამ რაოდენობით. ძირითადად საკუთარი გამოცდილებით სევძელით ეს ყველაფერი. ძირითადათ ადგილიდან ვყიდით, ზოგი მოსახლეობა ყიდულობს და ზოგიც გადამყიდველი. მეორე მოსავალზე 80 ტონამდე კიდევ ველოდებით“, – ამბობს სოფო

სოფო ამბობს, რომ საზამთროს მოვლა რთული, მაგრამ საინტერესო პროცესია.

საზამთრო ზოგადად დიდ ყურადღებას ითხოვს. ერთ დღეში შეიძლება მთელი მოსავალი განადგურდეს, თუ წყლის ნაკლებობასთან ერთად მავნებელიც შეეყარა. ყოველდღიურ დაკვირვების რეჟიმში გვიწევს შესაბამისი მოვლა. ძირითადად საზამთროს მოსაყვანად კალიუმს და კალციუმს ვიყენებთ. თავიდან რთული გვეგონა, მაგრამ მთავარი თურმე მონდომებაა და შეუძლებელი არაფერია”, – გვიყვება სოფო.

სოფო ოჯახთან ერთად მეურნეობის სხვადასხვა დარგებსაც მისდევს, როგორიცაა ნერგების, ვარდების, მარადმწვანე მცენარეებიის წარმოება და ბოსტნეულით მოყვანა.1 კომენტარინახა 3-მამომწონსკომენტარის დატოვებაგაგზავნა

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.