1-ელი იანვირდან დღმდე, ტრანსპორტის სააგენტომ 400 მოქალაქე დააჯარიმა,- ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურა ჯირკველიშვილმა ისაუბრა.
ჯირკველიშვილის თქმით, ჯარიმის თანხა საერთო ჯამში 8000 ლარს შეადგენს.
“400 მოქალაქეა დაჯარიმებული, ეს არ არის დიდი თანხა. ჯარიმას უმრავლესობა იხდის”, – ამბობს ჯირკველიშვილი.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა 20 ლარია.
დატოვეთ კომენტარი