გორში, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას სთხოვენ.
ეს ის კორპუსია, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაინგრა.
კორპუსის მაცხოვრებლის გულნარა მამისთვალოვას თქმით, მოსახლეობა გზის მოასფალტებას და საკანალიზაციო სისტეის მოწესრუგებას წლებია ითხოვს.
“ბევრჯერ მივმართეთ თხოვნით მერიას და ლადო ხინჩეგაშვილს, ვუთხარით, რომ ჩვენს ქუჩაზე ასფალტი არ არის და კანალიზაცია მოსაწესრიგებელია. ეს პრობლემები აგვისტოს ომმა გამოიწვია და მას შემდეგ დღემდე არავინ დაინტერესებულა ჩვენი მდგომარეობით. პასუხებს არ გვაძლევენ. უკვე იმ მდგომარეობაში ვართ რომ ჩვენი სახსრებით მოვაწესრიგებდით აქაურობას, თვითონ თუ ყურადღებას არ გვაქცევენ, მაგრამ ისიც არ უნდათ, რომ შესაბამისი სამსახურები დაგვახმარონ”, – ამბობს გულნარა.