ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბრილში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 2 128 506 ლარია.
შეგახსენებთ, რომ ბრილში გზის დაგება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდა. მაშინ საკრებულოს აპარატის პრესსამსახურის წარმომადგენელი ამბობდა, რომ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, პროექტი მალე დაიწყებოდა.
როგორც ცნობილია, ბრილში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და რეგიონალურო ფონდის დაფინანსებით განხორციელდება.
ინფორმაციისთვის სოფელ ბრილის მოსახლეობა თვეებია, რაც სოფლამდე მისასვლელი 3 კილომეტრიანი გზის მოასფალტებას ითხოვს. მათ რამდენჯერმე გზაც გადაკეტეს.
დატოვეთ კომენტარი