ახალი ამბები

ხაშურელი ზურა კოპაძე ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკში მოხვდა

ხაშურელი ზურა კოპაძე ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკში მოხვდა.

ზურა ხაშურის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეა.

საქართველოს მასშტაბით, ბანაკის შესარჩევ კონკურსში 1900 მოსწავლე მონაწილეობდა, კოპაძე კი 150 რჩეულ მოსწავლეს შორის მოხვდა.

მოსწავლეებს ბანაკში ყოფნის დრო შეეძლებათ ჩაერთონ პრაქტიკულ ლექციებში, გაიღრმავონ ცოდნა ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიკაზე, დრონებზე, ბიოქიმიაზე და ასტროფიზიკაზე.

ბანაკი ბათუმში მოეწყობა და მოსწავლები იქ 8 დღე დარჩებინ.

დატოვეთ კომენტარი