ახალი ამბები

142 000 ლარს ქარელის მერია 2 სპორტდარბაზის რეაბილიტაციაზე ხარჯავს

ქარელის მერია 142 573 ლარს ორი სპორტდარბაზის რეაბილიტაციაზე ხარჯავს – საუბრია რუისსა და სამწევრისში მდებარე დარბაზებზე. 

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში რუისის სპორტდარბაზის ეზო შემოიღობება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხის იატაკს, მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემა, ამოიცვლება დაზიანებული ბეტონის ფილებს და მოწესრიგდება კიბეები, ამორტიზირებული მეტალოპლატმასის კარი შეიცვლება ლითონის კარით.

რაც შეეხება სამწევრისს, სამუშაოები სველი წერტილების მოწყობას, ხის იატაკის დაგებას, კედლების შელესვა – შეღებვას და  ეზოს შეოღობვას ითვალისწინებს. 

სპორტდარბაზების რეაბილიტაციისთვის, მერია შპს „თემასთან“ და ინდ. მეწარმე „ფირანი ყიფშიძესთან“ თანამშრომლობ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველი – 76 700 ლარს, მეორე კი – 65 873 ლარს მიიღებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.