ახალი ამბები

სააგენტო: შაბათ – კვირას ქალაქში ავტობუსების რაოდენობა შემცირდება 

გორში მუნიციპალური ტრანსპორტში შაბათსა და კვირას შემცირებული რაოდენობით იმოძრავებს.

ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, ამის მიზეზი დასვენების დღეებში მგზავრების სიმცირეა. 

“გამომდინარე იქიდან, რომ შაბათ-კვირა დასვენების დღეებია, მგზავრთა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. ამიტომ გადაწყდა, რომ ამ დღეებში, პირობითად სამი ავტობუსის მაგივრად, ივლის ორი”, – განმარტავენ სააგენტოში. 

ინფორმაციისთვის, გორში ავტობუსების განრიგითა და მოძრაობის ინტენსივობით მოქალაქეები უკმაყოფილოები არიან. ისინი ტრანსპორტის სააგენტოს მარშრუტების დაგეგმვის დროს მოსახლოების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას სთხოვენ. გარდა ამისა, მოსახლეობას პრობლემები ექმნება სამგაზვრო ბარათების შევსების დროსაც, რადგან გაჩერებებთან არსებული ჩასარიცხი აპარატები გამართულად არ მუშაობს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.