ახალი ამბები

ზეღდულეთელებმა მერიასთან გადაინაცვლეს – ისინი გორის მერთან შეხვედრას ითხოვენ 

ზეღდულეთელებმა გორის მერიის შენობასთან გადაინაცვლეს. სოფლის მოსახლოება გორის მერთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა მათთან სასაუბროდ მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი გამოვიდა. მოქალაქეები მას სიტყვიერად დაპირისპირდნენ. 

“ხომ გვპირდებოდით, რომ საძოვრებს დაგიბრუნებთო, რატომ მოგვატყუეთ? ვინმე რომ გარდაიცვალოს დასამარხათაც აღარ დაგვრჩა მიწა, საძოვრებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია”,- ამბობენ მოქალაქეები. 

თამაზ შიოშვილის თქმით, მიწა წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, ინვესტორს კანონიერად აქვს შეძენილი და ვერ წაართმევენ. 

“ჩვენ არავინ მოგვიტყუებია. ჩვენ ვიცოდით, რომ შეიქმნებოდა დამოუკიდებელი სასამრთლო და გაასაჩივრებდა მოსახლოება მიწის გაყიდვას. ეს საკითხი სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს”, – განაცხადა შიოშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი