ახალი ამბები

გორსა და 4 სოფელში სპორტული სივრცეები მოეწყობა 

სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში გორსა და რამდენიმე სოფელში სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. შესაბამისი სამუშაოების შესასყიდად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.  უწყებამ ამისთვის 248 459 ლარი გაითვალისწინა.

“მოზაიკა” გთავაზობთ იმ ადგილების ჩამონათვალს, სადაც სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება:

  • ატენი – ტრენაჟორებისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა; 
  • ბეთლემი – ტრენაჟორების მოწყობა; 
  • ელექტროფიკაციის დასახლება – ტრენაჟორების მოწყობა;
  • კომბინატის დასახლება – სკვერების რეაბილიტაცია; 
  • ჭალისა და სადგურის დასახლება – სკვერისა და ტრენაჟორების მოწყობა; 
  • სკრა – ტრენაჟორების მოწყობა და შემოღობვა.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი