ხაშურში, სუპერმარკეტი” ნიკორას” მენეჯერმა მარკეტის მიმდებარედ მყოფი მოვაჭრეები პოლიციის გამოყენებით ტერიტორიიდან გაყარა, – ამის შესახებ სოც.ქსელში ადგილობრივი ლუკა კურტანიძე წერს.
“სუპერმარკეტმა ნიკორამ მშრომელი ხალხი გლეხები (რომლებიც არავის ადარდებს ამ რაიონში) რომლებსაც გასაყიდად სოფლის პროდუქტი მოქონდათ და თვეებია ამ ტერიტორიაზე ჰყიდდნენ, პოლიციის დახმარებით აყარა ადგილიდან. მე, როგორც ხაშურელი უარს ვაცხადებ და მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ ვისარგებლებ ამ სუპერმარკეტით.”, – წერს კურტანიძე.
სუპერმარკეტის გარშემო ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
დატოვეთ კომენტარი