გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სკვერი მოეწყობა.
გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და სამუშაოებისთვის 188 035 ლარი გაითვალისწინა.
“მოზაიკა” გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალს:
- დიდი გორიჯვარი;
 - ზერტი;
 - დიცი;
 - თედოწმინდა;
 - მუმლაანთკარი;
 - სათბურის დასახლება;
 - ტინისხიდი;
 - უფლისციხე;
 - ქვახვრელი;
 - ქვემო რიეთი;
 - ქვეში.
 
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.
		დატოვეთ კომენტარი
		
	
			
	
				
				
	










