ადამიანები ისტორიები

შიო ქუჩუკაშვილი – საბავშვო მწერლობის ფუძემდებელი ქარელიდან

ქართული საბავშვო მწერლობის ერთ – ერთი ფუძემდებელი, შიო ქუჩუკაშვილი, იგივე შიო მღვიმელი ქარელის რაიონ სოფელ ბრეთში მღვდლის ოჯახში დაიბადა.

ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა და ამასთან ერთად იყი მრავალშვილიანი, ამიტომ შიო გარკვეული პერიოდით კახეთში ძმასთან ცხოვრობდა. გიორგი პედაგოგი იყო და მომავალ მწერალს, სწორედ ძმამ ასწავლა წერა-კითხვა.

1881 წელს ქუჩუკაშვილი გორის საოსტატო სემინარიასთნ არსებულ სანიმუშო სკოლაში ჩაირიცხა, სადაც სწავლობდა ვაჟა-ფშაველა და მისი ძმები.1887 წელს გორის სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ შიომ თბილისში დაიწყო მუშაობა, ჯერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წიგნის მაღაზიის გამგედ, ხოლო 1909 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთბის რედაქციებში კორექტორად.

19 წლლის იყო შიო, როდესაც მისი პირველი ლექსი „დილა“ 1885 წელს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა, 1891 წელს კი მისი ლექსები ცალკე გამოიცა პატარ-პატარა წიგნებად. მის კალამს ეკუთვნის უამრავი ლექსი და კრებული, “შოშია”, “წკიპა”, “ნაბია”, “საქართველო ლამაზო” და სხვა.

მთა მთაზე როა მაღალი,

თავზე თოვლგადანაყარი,

მთებზე რომ მუდამ გაშლილა

თეთრი ღრუბლების ფაფარი,

მდინარეების ნანაში

გარინდებული მთა-ბარი,

სიცოცხლე ჩვენი გულისა,

ჩვენი ოცნების ლამპარი

-საქართველოა ლამაზი

,„სხვა საქართველო სად არი!“

შიო მღვიმელი 1933 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები